კომპანია „Master Education“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კასპის ტექნოპარკის ინიციატივით, ორგანიზებას უწევს ინოვაციურ ჰაკათონს - EnergoHack 2025, რომლის მიზანია ენერგეტიკის სექტორში არსებული რეალური გამოწვევების გადაჭრა ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომებით.
ღონისძიება ჩატარდება 6–7 სექტემბერს, კასპის ტექნოპარკში.
მნიშვნელოვანი პირობები მონაწილეებისთვის:
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10,000 ლარიან გრანტს პროექტის განვითარებისთვის
გათვალისწინებულია სხვა საპრიზო კატეგორიებიც პარტნიორების მხრიდან
მონაწილეებისთვის ტრანსპორტირება და კვება სრულად დაფინანსებულია
დამატებითი ინფორმაცია:https://masteredu.ge/energo-hack-2025
რეგისტრაცია: https://apps.mygita.ge/zs/2jCl3T
ვფიქრობთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს ღონისძიება იქნება გამორჩეული შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე და ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი კონტაქტები ინდუსტრიაში.
გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან.